რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამას განაგრძობს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ამჯერად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ლექცია მოისმინეს.
რუსთავის მერიის რეფორმების და სერვისების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგები სხვადასხვა სფეროში მუნიციპალიტეტის უკვე 1 500 თანამშრომელს აქვს გავლილი.