29 ოქტომბერი 2026,   12:43
ვრცლად
შეხვედრა​ Tether-ის ხელმძღვანელობასთან - მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში კომპანიის საინვესტიციო გეგმები განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში ფინტექის სექტორის განვითარებაზე, საინვესტიციო გარემოსა და Tether-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს.

დღის ამბები