თბილისის საკრებულოში საბურთალოს მაჟორიტარმა, არჩილ ნიჟარაძემ მოსახლეობას 2025-26-ს წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. მან ოლქში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
აქცენტი გაკეთდა კორპუსების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროექტებზე. საგზაო სამუშაოებზე, სარეკრეაციო და სპორტული სივრცეების რეაბილიტაციაზე.
"მოვახსენეთ მთელი წლის მანძილზე ჩვენი სამუშაოების შესახებ, როგორც საკრებულოში, ასევე ჩვენს ოლქში და მე მგონი, წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, ჩართულობას, მოსახლეობასთან შეხვედრას და იმ პროექტების განხორციელებას, რაც გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, არჩილ ნიჟარაძემ.