29 ოქტომბერი 2026,   13:42
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის შემდეგ პსჟ-ის პრეზიდენტმა მოინახულა

ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც კატარის დედაქალაქ დოჰაში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა მოინახულა.

ნასერ ალ-ხელაიფმა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯვარედინ იოგებზე წარმატებით ჩაუტარეს ოპერაცია და ხვიჩა მალე რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.

ქართველი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" შეხვედრისას დაზიანდა და, სავარაუდოდ, 7-დან 9 თვემდე გაუცდება.

დღის ამბები