25 ოქტომბერი 2026,   20:15
ვრცლად
ასობით ათასი დემონსტრანტი, შეტაკებები სამართალდამცველებთან, დარბეული ინფრასტრუქტურა, ასობით დაკავებული - "კურიერი" საფრანგეთის ქუჩებიდან

ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთი - ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში, შეტაკებები და 1000-მდე დაკავებული. დაძაბული ვითარება იყო პარიზში, ლიონში, მარსელსა და სხვა ქალაქებში. ქუჩაში გამოვიდა 70 000 პოლიციელი. საფრანგეთის დედაქალაქსა და ლიონში, აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ადგილობრივი პრეფექტურის მიერ პროტესტისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. 

მარსელში, აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, ბორდოში კი ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინიდან დამცავი ფიცრები ჩამოგლიჯეს. ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინდელ აქციებს მოგვიანებით შეტაკებებიც მოჰყვა. რამდენიმე ქალაქში შეზღუდვებია დაწესებული.

მოვლენების ეპიცენტრში თითქმის ერთი კვირაა მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფი. "კურიერის" კამერამ არა ერთი კადრი აღბეჭდა, რომელიც ერთის მხრივ ასახავს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობას და დაკავების პროცესს, მეორეს მხრივ, აჩვენებს როგორ ანგრევდნენ აქციის მონაწილეები ირგვლივ ყველაფერს.

 

დღის ამბები