"მემარცხენე ალიანსი" დღეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება, რომლის სლოგანია "საქართველო ივანიშვილის" გარეშე. ალიანსი ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა ძაგანიას სტატუსს აქვეყნებს.
"რა დავაშავეთ, მტერშიც არ გვიმართლებს?!" - წერს ძაგანია.
"გვარამიას ორგანიზებულ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მახსენდება ვაჟას - ალუდა ქეთელაურიდან "გულადი და სახელოვანი, მტერიც კი მირჩევნიაო". რა დავაშავეთ მტერშიც არ გვიმართლებს?! ეს LGBT კოლექტიური გვარამიები არც გულადები და არც სახელოვნები რომ არ არიან", - წერს კახა ძაგანია.