25 ოქტომბერი 2026,   19:02
ვრცლად
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც "რუსთავი 2"-ს უწყებაში განუცხადეს, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება საკანში მარტო და მასზე ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა.

პენიტენციურ სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ვინაიდან ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად არასამუშაო დღისა, ბრალდებულის ადვოკატს საშუალებას მისცემენ შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულოს ბრალდებული და დარწმუნდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

დღის ამბები