რუსთავში, ლესელიძის 52 ნომერში ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. შედეგი ადგილზე რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ისინი მოსახლეობასაც შეხვდნენ, ჩატარებული სამუშაოების შეფასება პირადად მოისმინეს და უბნის სხვა საჭიროებებსაც გაეცნენ.