08 ოქტომბერი 2026,   09:10
ვრცლად
ხდება პენსიების ზრდა, ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში, ეს ეხება როგორც რიგით საჯარო მოხელეებს, ასევე პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და ა.შ. - გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გძელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დღეს, ჯანდაცვის და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით ეკონომიკური ზრდა 5%-ით, ინფლაცია 3%-ით, ბიუჯეტის დეფიციტი კი 2.5%-ით არის განსაზღვრული.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონით იზრდება. დაგეგმილია პენსიების მატება, ასევე ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში. 

"კანონპროექტის მიხედვით, ხდება პენსიების ზრდა და ეს არის როგორც ინფლაცია, ასევე ეკონომიკური ზრდა. ბოლო პერიოდში რაც ქვეყანაში გვაქვს, იმის მიხედვით ხდება გადაანგარიშება და იზრდება, შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრებისთვის 70 ლარით, ხოლო 70 წლამდე პენსიონრებისთვის 20 ლარით, რაც შეეხება სხვა მიმართულებს, ასევე საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად ხდება ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში, იზრდება საბაზო ხელფასი, შესაბამისად ხდება დაახლოებით 8.4 %-ით ხელფასების ზრდა, ეს ეხება როგორც რიგით საჯარო მოხელეებს, ასევე პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და ა.შ.

რაც შეეხება ზოგად პარამეტრებს, კონსერვატიული პარამეტრებით არის დაგეგმილი ბიუჯეტი - 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მომდევნო წელს გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, არის 2,5 %-ით და ვალიც შემცირებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 31.6 % მდე", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები