10 ოქტომბერი 2026,   10:29
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯია-ს" აბონენტების ნაწილს 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 10:45-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, მწითურის, იოსელიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში სულიკიანთკარი, კობიაანთკარი, მთვარელიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები