08 ოქტომბერი 2026,   10:38
ვრცლად
აქამდე რაც მიუღიათ რეზოლუციები, დაახლოებით იმ ტიპის რეზოლუცია იქნება, ტყუილზე, ყალბ შეფასებებზე და ყალბ ანალიზზე დაფუძნებული - თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური შეტევა - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მორიგი რეზოლუციის პროექტს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატების მიერ ექსტრემისტული ჯგუფების პოლიტიკურ პატიმრებად წარმოჩენა არასამართლიანია და კიდევ ერთხელ საუბრობენ ორმაგ სტანდარტებზე.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებით ტყუილზე დაფუძნებულ რეზოლუციას მიიღებს.

"სამწუხაროდ, დიდი ხანია, ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. როდესაც იცი, რომ რომელიმე ორგანო არასამართლიანად იქცევა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ რეზოლუციებს, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაშინ რაღა აზრი აქვს დაინტერესდე მათი საქმიანობით.

რაიმე განსხვავებულს არ მიიღებენ, აქამდე რაც მიუღიათ რეზოლუციები, დაახლოებით იმ ტიპის რეზოლუცია იქნება, ტყუილზე, ყალბ შეფასებებზე და ყალბ ანალიზზე დაფუძნებული", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები