07 ოქტომბერი 2026,   02:04
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი უმძიმესი ცოდვები არასდროს მოუნანიებია, ახლა კი ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებას მიაკერონ - ირაკლი ქადაგიშვილი დავითაძის საქმეზე

უკვე მეხუთე დღეა, პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურ უწყებას მძიმე ბრალდებებს უყენებს. სასჯელაღსრულების მხრიდან არაერთი მტკიცებულების გავრცელების, სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ პატიმარზე იძალადეს.

"კურიერმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ გიორგი დავითაძემ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა და თავად თქვა უარი სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე.

მმართველი გუნდი კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს და სვამს კითხვებს, - რატომ დუმდა დავითაძე და მისი ოჯახი ცხრა თვე, თუკი ფაქტი შარშან დეკემბერში მოხდა, და რატომ თქვა პატიმარმა უარი ექსპერტიზაზე, რომელიც, სიმართლის შემთხვევაში, მისი მთავარი არგუმენტი იქნებოდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ

"ნაციონალური მოძრაობა" და რაღაცა გარკვეული ძალა არის ამ ისტორიის, ასე ვთქვათ, უკანმდგომი და აქეზებს ასეთ ისტორიას. "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც აქვს უმძიმესი ცოდვები, არასდროს მოუნანიებია და არც უნანია. ახლა კი ცდილობენ, რომ თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებაზეც მიაკერონ და გაავრცელონ. მაგრამ, ფაქტი ჯიუტია და საზოგადოებამ იცის, რომ, როგორც ცა და დედამიწა, ისე არის განსხვავებული ვითარება დღეს პენიტენციალურ სისტემაში. ასე რომ, ასეთი ერთჯერადი პროვოკაციები რჩება პროვოკაციებად" - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები