ბათუმის საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
საკლასო ოთახებში სპეციალური აპარატით ხორციელდება განათების კოეფიციენტის დადგენა. აგრეთვე სანიტარული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება მიმდინარეობს.
მონიტორინგის ფარგლებში ასევე ხორციელდება, კვების ბლოკში, სპორტ-დარბაზებსა და გასახდელებში სანიტარული შემოწმება.
ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მთელი წლის განმავლობაში 27-ვე საჯარო სკოლა შემოწმდება.
მონიტორინგს სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლაბორტელორიულ კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს.