23 ივლისი 2026,   15:50
ვრცლად
უნგრეთის ვეტოს გამო, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნის საკითხი გადაიდო

უნგრეთის ვეტოს გამო, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნის საკითხი პირველ სექტემბრამდე გადაიდო. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით ასაჯაროებს.

გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომაზე უნგრეთმა დაბლოკა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნის პროცესის გაგრძელებას ეხებოდა.

ოფიციალური ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს შესასრულებელი ევროკავშირის მოთხოვნები რეფორმების, კანონის უზენაესობისა და სხვა სფეროებში. უნგრეთის შეფასებით, ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფმა ინტეგრაციამ შესაძლოა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური რისკები შექმნას.

დღის ამბები