21 პოზიციით გაზრდილი მაჩვენებელი რეიტინგში და კეთილდღეობის ინდექსის 13 წლიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში პირველი ადგილი. კეთილდღეობის ინდექსში საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი, 100 %-იანი სისტემით - 78,2 % დააფიქსირა.
თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსი "ატლანტიკურმა საბჭომ" გამოაქვეყნა. შეფასება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით ხდება, როგორიცაა: შემოსავლების დონე, გარემოსდაცვა, უმცირესობის ინტერესების დაცულობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, განათლება. რეიტინგში 171 ქვეყანა 4 კატეგორიად არის დაყოფილი.კეთილდღეობის მაღალი, ზომიერი,დაბალი და უდაბლესი დონე. საქართველომ „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო, მსოფლიოში 43-ე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ 1 პოზიცია აშორებს "მაღალი კეთილდღეობის" სტატუსის მოსაპოვებლად.
კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთს მაკედონიას, მონტენეგროს. პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემიდან ქვეყანამ 77.3%-ი დააფიქსირა.
"ატლანტიკური საბჭოს" თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება, მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ფაიზერის ინსტიტუტის, "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს.