ახალციხეში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები ტარდება თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეებში, სადაც ეწყობა სარწყავი სისტემა.
ამ ეტაპზე ახალციხეში 6 რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.