06 ივლისი 2026,   13:30
ვრცლად
ევროკომისია გაფართოების პროცესის რეფორმირების შესახებ წინადადებებს ამზადებს - Euronews-ის ექსკლუზივი

ევროკომისია გაფართოების პროცესის რეფორმირების შესახებ წინადადებებს ამზადებს, - ინფორმაცია ექსკლუზიურად Euronews-მა გაავრცელა.

დამფუძნებელმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომელიც ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის სამართლებრივი დარღვევების შემთხვევაში სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს. მათ შორისაა ევროკავშირის დაფინანსების შეჩერება და ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის უფლების დროებით შეჩერება.

სტატიაში წერია, რომ ამ წინადადებებს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ხვდება, რადგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მსგავსი ზომები ევროკავშირის წევრთა თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება.

ამჟამად, ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბერში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტისთვის ემზადებიან, სადაც გაწევრიანების პროცესის რეფორმირების შესახებ სტრატეგიული დებატები გაიმართება. ამ დისკუსიას წინ უსწრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ტურნე ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში.

დღის ამბები