12 ივნისი 2026,   20:19
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ძალისხმევით ტაძრის და აწყურის ციხის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარე აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ძალისხმევით ტაძრის და აწყურის ციხის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფონდის მიერ აღდგენილია 40-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებთან ერთად განახლებული აბასთუმანი და ასტროფიზიკური ობსერვატორია დაათვალიერა.

"მოვილოცეთ და მოვინახულეთ ეკლესია-მონასტრები. მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის. 1700 წელი როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის, როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერების და ეროვნული იდენტობის. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ფაქტიურად, განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი გზა," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა.

დღის ამბები