10 ივნისი 2026,   13:06
ვრცლად
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიურია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ - შალვა პაპუაშვილი

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიურია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხელშესახებია ის შედეგები, რომლებიც საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას მოაქვს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ სულ რამდენიმე წელში, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს არის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან. ასე რომ, ამ ყველაფერს თავის შედეგი მოაქვს, როგორც ეკონომიკური სახით, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ. როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობების სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ასე რომ, ხელშესახებია ის შედეგები, რომლებიც ამ პარტნიორობას მოაქვს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები