08 ივნისი 2026,   12:59
ვრცლად
როგორ შეიძლება, როცა მონაცემთა მხოლოდ ასეთი მცირე ნაწილია დამუშავებული, უკვე გააკეთო განცხადება გამარჯვების შესახებ? - სამველ კარაპეტიანი

როგორ შეიძლება, როცა მონაცემთა მხოლოდ ასეთი მცირე ნაწილია დამუშავებული, უკვე გააკეთო განცხადება გამარჯვების შესახებ? ეს სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მიმდინარეობის დროს მანიპულაციებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი.

"როგორ შეიძლება, როცა მონაცემთა მხოლოდ ასეთი მცირე ნაწილია დამუშავებული, უკვე გააკეთო განცხადება გამარჯვების შესახებ? ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები. რა მანიპულაციებს აქვს ადგილი და როგორ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი", - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს.

"სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმების 49.81%-ი მიიღო; მეორე ადგილზეა ბლოკი "ძლიერი სომხეთი" – 23,33%-ით; მესამე ადგილს იკავებს ბლოკი "სომხეთი" 9,99%-ით, მეოთხე ადგილს კი, პარტია "აყვავებული სომხეთი" – 3,94%-ით.

სხვა პარტიებმა 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. სომხეთი პარლამენტი 4 პარტიით დაკომპლექტდა.

დღის ამბები