04 აგვისტო 2026,   21:31
ვრცლად
საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ უფლისციხეში საზეიმო ლიტურგია აღავლინა

საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ უფლისციხეში საზეიმო ლიტურგია აღავლინა.

თამარის დარბაზში ლოცვას მრევლი და სასულიერო პირები დაესწრნენ.

"სადღესასწაულო მსახურება მიძღვნილი იყო საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავისადმი. მსახურება გორის, ატენის, სამთავისისა და კასპის სამღვდელო დასმა აღვასრულეთ უფლისციხის უძველეს ისტორიულ კომპლექსში," - აღნიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა).

დღის ამბები