20 ივნისი 2026,   16:44
ვრცლად
საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. ჩვენს ერებს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა თუ ღირსების მნიშვნელობის საერთო აღქმა აერთიანებს.

საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებას და კეთილდღეობას. ჩვენ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს და უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას,"- წერს ზელენსკი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები