საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა აღიმართა მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის ეზოში.
დროშა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში აღმართა მერაბ კოსტავამ თავისი სახლის სახურავზე. დროშის აღმართვისას შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
ღონისძიების მიზანი იყო მერაბ კოსტავას ხსოვნისათვის პატივის მიგება, რომელსაც 26 მაისს 87 წელი შეუსრულდებოდა.