01 აგვისტო 2026,   17:38
ვრცლად
26 მაისს, ფოთის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი პროგრამა ელოდებათ

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი პროგრამით უმასპინძლებს.

ღონისძიება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და მოიცავს მუსიკალურ და თეატრალურ წარმოდგენებს.

დღის განმავლობაში ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, სადაც დამთვალიერებლები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს განსხვავებული, ინტერაქციული ფორმით გაეცნობიან.

დღის ამბები