დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე პერსონალური ამწეები დაემატა - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
ეკატერინე შარაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს.
"სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე - პერსონალური ამწეები დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს.
ამასთანავე, ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით, რაც ამ დაავადების მართვის პროცესში ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ერთ- ერთი ასეთი გახლავთ სარეაბილიტაციო კლინიკა “კენ ვოლკერი” რომელოც მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილბს,"- განაცხადა ეკა შარაძემ.