"ბაზარი ორბელიანზე" აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ღონისძიება "აფხაზეთობის კვირეულის" ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენის პარალელურად, ადგილზე კულტურული აქტივობებიც მიმდინარეობდა - ბავშვთა ანსამბლმა "შავნაბადამ" შეკრებილი სტუმრებისთვის, ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ნომრები შეასრულა.