20 ნოემბერი 2026,   05:43
ვრცლად
საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება - საზეიმო ბანერები უკვე განთავსდა პრეზიდენტის სასახლეზე

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება - საზეიმო ბანერები უკვე განთავსდა პრეზიდენტის სასახლეზე. ბანერებია განთავსებული საქართველოს პარლამენტის შენობაზე. წელს, დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალები და წვევამდელები გენერალურ რეპეტიციებს გადიან. 26 მაისს რეკრუტები ფიცს თბილისსა და კიდევ თორმეტ ისტორიულ ადგილას დადებენ, რის შემდეგაც დედაქალაქსა და საქართველოს 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა, საზეიმო ღონისძიებას კი ტრადიციულად ავიაციის გადაფრენა დაასრულებს.

დღის ამბები