თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ქართველ ხალხს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცა.
მინისტრის თქმით, ეს არის ოჯახის დღე, რომელიც ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, იმ სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე და დგას ეროვნულ იდენტობაზე.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, ის დანატოვარი, რომელიც ილია მეორიდან მომდინარეობს. ეს არის დღე, რომელიც აღნიშნავს ძლიერ ოჯახს - ოჯახს, რომლეიც ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, იმ სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე და დგას საკუთარ ეროვნულ იდენტობაზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.