საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - "საქართველოს სინფონიეტა", სამხრეთ ამერიკული საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, ბრაზილიის რესპუბლიკაში იმყოფება.
ეს ქართული ორკესტრის პირველი ვიზიტია ბრაზილიაში.
ტურნეს ფარგლებში, ორკესტრი ორ მნიშვნელოვან კონცერტს გამართავს.