03 აგვისტო 2026,   13:45
ვრცლად
შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" "საოჯახო კალათის" ინიციატივაში ერთვება

სადისტრიბუციო სექტორი პარლამენტის ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ მხარს უჭერს და სამუშაო პროცესში ჩასართავად მზადყოფნას გამოთქვამს.

სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის წარმატება მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რაც სურსათზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

"გავეცანით საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ ინიციატივას “საოჯახო კალათის” შესახებ, რომელიც მიმართულია სურსათზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფაზე, გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ ინიციატივის განხორციელებაში.

ჩვენ, როგორც სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლები, სრულად ვიზიარებთ ხედვას იმის შესახებ, რომ „საოჯახო კალათის“ წარმატება დამოკიდებულია მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის ერთობლივ ძალისხმევაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და გამოვხატავთ მზადყოფნას საცალო რეალიზაციის ქსელებთან ერთად ვიმუშავოთ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად მზად ვართ, უმოკლეს ვადებში ჩავერთოთ სამუშაო პროცესებში."

 

დღის ამბები