03 აგვისტო 2026,   20:54
ვრცლად
81 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან - მოგონებები, რომელსაც ომის ვეტერანები ინახავენ

ძველი ფოტოსურათები სამხედრო წარსულში აბრუნებენ, იმ მოგონებებთან და მოვლენებთან, 80 წელზე მეტი რომ გავიდა და წლებთან ერთად მეხსიერებიდან მაინც რომ ვერაფერმა წაშალა - 101 წლის ვახტანგ ადამაშვილი ფრონტზე 17 წლის წავიდა. მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქართველი სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ ომმა სამუდამო იარები დაუტოვა - ფეხსა და ხელში დაიჭრა.

ომის ამბებს ახლა შვილიშვილებს უყვება, დღემდე 9 მაისით ცხოვრობს და ამ დღეს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს.

ომში, რომელმაც მილიონობით მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, იბრძოდა ალქსანდრე კერდიკოვიც. დიდ ფრონტზე პირველად ნახა სამხედრო აღჭურვილობა და ჯარისკაცის ჩექმაც.

9 მაისისთვის ვეტერანები განსაკუთრებულად ემზადებიან, უნდათ ეს დღე კიდევ ერთხელ თანამებრძოლებთან ერთად გაატარონ.

საქართველოდან სამამულოდ წოდებულ მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი იბრძოდა, მათგან 300 000 შინ ვეღარ დაბრუნდა. ისინი, ვინც გადარჩნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ყოველ წელს აღნიშნავენ. უხუცესი ვეტერანები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დილიდან იკრიბებიან და პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცის მემორიალებს. ვისაც როგორ შეუძლია, ზოგს გადაადგილება უჭირს და ახლობლებს მიჰყავთ, ზოგს კი გამარჯვების დღეს სახლშივე ულოცავენ.

9 მაისი ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ამ მოხუცებმა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი საკუთარი თვალით ნახეს, იბრძოლეს, გადარჩნენ და მათ მეხსიერებას იქ გატარებული დღეები სამუდამოდ შემორჩა. დღეს ამბავს უკვე შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს უყვებიან.

დღის ამბები