18 ივნისი 2026,   13:06
ვრცლად
"უნგრელმა ხალხმა მოგვცა მანდატი, რათა უნგრეთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალოთ" - პეტერ მადიარი

პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. ახალმა პრემიერმა ფიცის დადების შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ ფუნდამენტურ ცვლილებებს დაჰპირდა. ამასთანავე, ახალმა პრემიერმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

"უნგრელმა ხალხმა მოგვცა მანდატი, რათა უნგრეთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალოთ. არამხოლოდ მთავრობის, თავად სისტემის შესაცვლელად ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. პირობას ვდებ, რომ მომავალ წლებში განვამტკიცებთ საზოგადოების ნდობას. ახლა აქ, უნგრეთის დემოკრატიისა და კონსტიტუციონალიზმის სახლში, მოვუწოდებ იმ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომლებიც წინა სისტემის პოლიტიკურ მსახურებად იქცნენ ან ყოველთვის ასეთები იყვნენ, ერთხელ მაინც ეყოთ გამბედაობა, თვალი გაუსწორონ საკუთარ პასუხისმგებლობას და დღესვე ან 31 მაისამდე გადადგნენ. დაე, ეს ტომაშ შუიოკიმ დაიწყოს," - აღნიშნა პეტერ  მადიარმა.

დღის ამბები