05 აგვისტო 2026,   23:30
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 29 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-იდან 14:05 საათამდე და 16:55-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები