ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს.
კონფერენციაზე განიხილავენ დიზაინის როლს თანამედროვე ეკონომიკაში. გაიმართა ქართველი დიზაინერების გამოფენა.
თემასთან დაკავშირებით ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ.
"ვმსჯელობთ, თანამედროვე სამყაროში დიზაინის დაცვის გზებზე, მის მნიშვნელობაზე და ერ-რიადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აადვილებს და ქმნის საერთაშორისო სტანდარტებს მთელს მსოფლიოში", - განაცხადა სოსო გიორგაძემ.