ექიმებთან გაგრძელდება შეხვედრები, ამაში არავითარი კონსპირაცია არ არის. ექიმები, რომლებიც დადიან სამინისტროსი მათაც აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება, თითქოს მათ ვინმე, რამეს კარნახობს, ეს უბრალოდ უპატივცემულობაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, არის საკითხები, რომელზეც პასუხის გაცემაა საჭირო და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მზად არიან საუბრისთვის.
"...თითქოს კონსპირაციულ შეხვედრებს ვმართავ ექიმებთან. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენ სამინისტროში ივლის ექიმი და მათ შორის, ამ საკითხებზეც, რადგან ამ საკითხებზე მუშაობას აუცილებლად ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ და ამას ღიად ვამბობ. ისე როგორ ამას აქამდე ვაკეთებდით, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც, ეს აწყობს ვინმეს თუ არ აწყობს. მე მესმის, რომ მუდმივად პულსზე ხელი უნდა მეჭიროს, უნდა ვსვამდე კითხვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და უნდა ვიღებდე პასუხებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ექიმებთან გაგრძელდება შეხვედრები, ამაში არავითარი კონსპირაცია არ არის. ექიმები, რომლებიც დადიან სამინისტროსი მათაც აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება, თითქოს მათ ვინმე, რამეს კარნახობს, ეს უბრალოდ უპატივცემულობაა, მათ შორის, ამ ექიმების მიმართ და ეს არ ვარგა, ეს არასწორია. არის ასეთი საკითხები, რომელზეც პასუხის გაცემა გვმართებს და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ ვისაუბროთ", - განაცხადა სარჯველაძემ.