03 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანის საქმის განხილვა გაიმართა - პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანის საქმის განხილვა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, დღევანდელ პროცესზე 2 მოწმე დაიკითხა.

"დაიკითხა 2 მოწმე, პირველი გახლავთ ლუკა მაყაშვილი, ეს არის ბრალდებულების მეგობარი, რომელთანაც მიმოწერა ჰქონდა დემეტრე ჩიქოვანს. ჩიქოვანი ამ პირს წერდა, რომ გიორგი რიკაძისთვის გადაეცა,. რომ საშკას იგივე ალექსანდრე გაბაშვილს თემქაზე გაყოლოდა. მოგეხსენებათ, რომ თემქაზე მოხდა გიგა ავალიანზე თავდასხმა, შესაბამისად, ის მოუწოდებდა, რომ შემთხვევის ადგილზე წასულიყო ალექსანდრე გაბაშვილთან ერთად გიორგი რიკაძე და დახმარებოდა მას დანაშაულის ჩადენაში.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, ეს არის საქმის ძირითადი გამომძიებელი. დაცვის მხარე ეკითხებოდა მას პროცესუალურად, რა და რატომ ჩაატარა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარიც იყო აღნიშნული კითხვების დღეს გაჟღერება სასამართლო პროცესზე, რასაც რეალურადა არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონია", - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

დღის ამბები