07 აგვისტო 2026,   22:01
ვრცლად
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის - საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს დაიწყო

"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის - საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს დაიწყო. ცვლილება საელჩოებს, საკონსულოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება.

პროექტის მიხედვით, გრანტად აღარ ჩაითვლება ის თანხები, რომლებიც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს ან უშუალოდ დიპლომატიური მისიის საქმიანობას მოხმარდება.

მმართველი გუნდის განმარტებით, კანონის მოქმედი რედაქცია ამ ტიპის ურთიერთობებზე ისედაც არ ვრცელდება, თუმცა დაზუსტება მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა.

დღის ამბები