19 ნოემბერი 2026,   02:05
ვრცლად
ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო უწყება არ აახლებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ და მათ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებულია სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, პასუხია გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად - სეფაშვილი

"გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს იმ დავალებას, რომელიც გარკვეული გლობალური და ეკონომიკურ-პოლიტიკური ძალებისთვის არის ის, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება, მარიონეტული ხალხით," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებებს გამოეხმაურა.

საუბარია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებაზე, რომელიც ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია.

ეკა სეფაშვილის შეფასებით, ეს არის გარკვეულად პასუხი გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად.

"ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აახლებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ და მათ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებულია სალომე ზურაბიშვილი, მე ვფიქრობ, ეს არის გარკვეულად პასუხი იმ გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად, რომლისთვისაც საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სალომე ზურაბიშვილია გამოყვანილი. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი ემსახურება გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ მას, რომ ვინც გადაამოწმებს ვებგვერდზე, მათთვის სალომე ზურაბიშვილი იყოს საქართველოს პრეზიდენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და ხალხმა, როგორიც გერმანელებია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა გაუშვეს, იმ ფონზე, როდესაც სირიისა და რუსეთის შესახებ მონაცემები განახლებულია. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს იმ დავალებას, რომელიც გარკვეული გლობალური და ეკონომიკურ-პოლიტიკური ძალებისთვის არის ის, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება, მარიონეტული ხალხით," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები