აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკში ღონისძიება გაიმართა. პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ადაპტირებულ სივრცე "ანდიო ლენდში" უმასპინძლეს.
პატარებს სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა შესთავაზეს.