10 აგვისტო 2026,   16:14
ვრცლად
თელავის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენა გაიხსნა

თელავის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ფონდში დაცული, ახლად რესტავრირებული უნიკალური ხატები, საღვთისმსახურო საგნები და ერეკლე მეორის დროინდელი სახარება.

გამოფენა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში იმართება.

ღონისძიებას სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს დღეიდან 21 აპრილამდე გაეცნოს ფონდში დაცულ სიწმინდეებს.

"ეს გამოფენა უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 1700 წლის თავს და მიძღვნილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ხსოვნისადმი. ეს ღონისძიებები კიდევ უკვდავყოფს მის ხსოვნას და გვეხმარება თითოეულ ჩვენგანს ამ ტკივილის გადატანაში,"- აცხადებს ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახური მამა მიქაელი (ჭაბაშვილი).

დღის ამბები