09 აგვისტო 2026,   06:36
ვრცლად
ამ ერთი კვირის განმავლობაში, სიონში, სადაც მდებარეობს საფლავი მისი უწმინდესობისა, ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა - მამა გიორგი (ვაშალომიძე)

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წირვა აღავლინა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც მოქალაქეები, კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ, წირვის შემდეგ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა.

"ერთის მხრივ, არის მარხვითი განწყობა და მეორეს მხრივ, არის მწუხარება უწმინდეს პატრიარქთან დაკავშირებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მდებარეობს საფლავი მისი უწმინდესობისა, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ უყვარს ქართველ კაცს პატრიარქი და არა მარტო პატრიარქი, ზოგადად, რაოდენ უყვარს ქართველ კაცს ეკლესია, რაოდენ ორგანულია მისი ის ღირებულებები, რასაც წმინდა ეკლესია ყოველთვის ქადაგებს," - აღნიშნა მამა გიორგიმ (ვაშალომიძე).

დღის ამბები