07 აგვისტო 2026,   15:28
ვრცლად
უწმინდესმა და უნეტარესმა გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ, მან თავისი ხელით დაწერა ეს ბრძანება ფურცელზე და წმინდა გიორგის დღესასწაულზე წარმოთქვა ეს ბრძანება - მამა დავით ტატანაშვილი

შეტევა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ქართული მედია დღემდე ინახავს კონკრეტული აქტორების მხრიდან ილია მეორის იმიჯის შემლახველი კამპანიის - ვიდეო არქივს.

უწმინდესისა და უნეტარესის შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორები დღესაც მათ მიერვე შექმნილი ფრონტის წინა ხაზზე არიან, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი - ახალი პატრიარქის კანდიდატურაა.

დეკანოზი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი მამა დავითი აცხადებს, რომ ახლა, როდესაც მძიმე მარხვის პერიოდია, დედა ეკლესია  მოგვიწოდებს განსაკუთრებული ერთსულოვნებისა და ურთიერთპატივისცემისკენ:

"გუშინ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის კრებაზე, შემდეგ კი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. ამ ყველა პროცედურაში ჩართულები იქნებიან წმინდა სინოდის წევრები და ყველა წესით მოხდება ამ პროცედურების ჩატარება. საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მორწმუნე საზოგადოებას, დედა ეკლესია ამ დღეებში მოგვიწოდებს განსაკუთრებული ერთსულოვნებისა და ურთიერთპატივისცემისკენ. ამის უნარი რომ შეგვწევს ჩვენ, ქართველებს დაამტკიცა განვლილმა დღეებმაც. ასევე, ახლა არის დიდი მარხვის პერიოდი და ყველას ალბათ გვმართებს მეტი კრძალულება და ლოცვითი განწყობა ამ პერიოდში,"- განცხადა მამა დავით ტატანაშვილმა/

კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქის მხრიდან 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მან სიცოცხლეშივე გამოარჩია თანამოსაყდრედ შიო მუჯირი, დეკანოზმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი როგორც თავად პატრიარქმა აღნიშნა იყო ის, რომ შემდგომ ამას ზედმეტი კითხვები არ მოჰყოლოდა და ზოგადად, ანდერძთან დაკავშირებით საკითხი ბუნდოვანი არ ყოფილიყო:

"9 წლის წინ, ყველას ახსოვს, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ, მან თავისი ხელით დაწერა ეს ბრძანება ფურცელზე და წმინდა გიორგის დღესასწაულზე წარმოთქვა ეს ბრძანება და ასეთი სიტყვები თქვა: წმინდა გიორგიმ ინება, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჰყოლოდა მოსაყდრე. ამის მიზეზი როგორც თავად პატრიარქმა განაცხადა არის ის, რომ შემდგომ ამას მოსაყდრესთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ მოჰყოლოდა და ზოგადად, ანდერძთან დაკავშირებით საკითხი ბუნდოვანი არ ყოფილიყო. ,"- აცხადებს დეკანოზი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი მამა დავითი (ტატანაშვილი).

დღის ამბები