საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელთან 2:0-ს იგებს. ორივე გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. მატჩი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, "მიხეილ მესხის" არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრას ქართული საფეხბურთო სამყარო სიახლით შეხვდა. გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდი კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა. ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილია.