18 ივნისი 2026,   15:53
ვრცლად
NATO-ს ხელმძღვანელმა, რომელმაც ირანში ტრამპის ომს მხარი დაუჭირა, ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია - Financial Times

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ირანთან ომში დონალდ ტრამპის უპირობო მხარდაჭერით ევროპული დედაქალაქების გაღიზიანება გამოიწვია. მაშინ, როდესაც კონტინენტი ამ კონფლიქტით გამოწვეულ ენერგეტიკულ შოკს ებრძვის, რუტეს პოზიცია ტრანსატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო მეტად ძაბავს, - წერს Financial Times-ი.

როგორც ალიანსის დიპლომატებმა მედიას განუცხადეს, მარკ რუტეს ვარაუდმა, რომ ევროპელი მოკავშირეები "გაერთიანდებიან" და უპასუხებენ აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებას ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ძალების განლაგების შესახებ, ევროპული დედაქალაქის ოფიციალური პირების ნაწილი აღაშფოთა. ამან გაამწვავა დაძაბულობა ნატო-ში იმის თაობაზე, თუ რამდენად შორს უნდა წავიდნენ ალიანსის უმსხვილესი წევრის (აშშ-ის) მიმართ დათმობებზე.

"ეს ჩვენ ძალიან უხერხულ და არაკომფორტულ მდგომარეობაში გვაყენებს", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, "ჩვენ გვსურს კეთილი ნების გამოხატვა, თუმცა ისიც მართალია, რომ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ კონფლიქტში რაიმე ფორმით ჩავერთოთ", - აღნიშნა მედიასთან დიპლომატმა.





 

დღის ამბები