საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ. ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, ტაძარში მივიდნენ ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.
სამებაში მოქალაქეთა ნაკადი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. გვიან ღამით, უწმინდესისთვის პატივის მისაგებად, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მივიდნენ შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრები.
სამოქალაქო პანაშვიდი საკათედრო ტაძარში დღეს და ხვალაც გაგრძელდება. მათთვის, ვისაც სურს ილია მეორეს უკანასკნელი პატივი მიაგოს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული.