აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სამძიმარს უცხადებს:
"ვგლოვობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ. განისვენოს მშვიდობით,"- აღნიშნავს მარკო რუბიო.