ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, რეგიონის ქვეყნებს სიფხიზლისა და კოორდინაციისკენ მოუწოდა, რათა წინ აღუდგნენ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ "დესტაბილიზაციისა და ესკალაციის გამომწვევ ქმედებებს".
როგორც Reuters-ი წერს, არაღჩიმ ეს განცხადებები თურქეთის, ეგვიპტისა და პაკისტანის კოლეგებთან სატელეფონო საუბრების დროს გააკეთა.
არაღჩის განცხადებითვე, ირანის ინფრასტრუქტურაზე აშშ-ისა და ისრაელის ბოლოდროინდელი თავდასხმები დაძაბულობის ესკალაციას ისახავდა მიზნად და დასძინა, რომ ირანი ყველა ღონეს იხმარს საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად.