08 აგვისტო 2026,   01:32
ვრცლად
მოუთმენლად ველით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ბუდაპეშტში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს - პიტერ სიიარტო

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ბუდაპეშტში, CPAC-ის კონფერენციის ფარგლებში, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს.

სიიარტოს თქმით, საქართველოს მთავრობას შეუძლია მათი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ყველა მიმართულებით. 

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ და ვგმობთ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში პატრიოტული ძალების გამარჯვება დემოკრატიის საფრთხედ განიხილება. ნუ შეეცდებით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას; სურათი ნათელია: თუ არჩევნებში პატრიოტები იმარჯვებენ, ევროკავშირი აცხადებს, რომ დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, ხოლო ლიბერალური ძალების გამარჯვების შემთხვევაში - დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ორმაგი სტანდარტი სრულიად აშკარაა.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ბუდაპეშტში, CPAC-ის კონფერენციის ფარგლებში. საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ყველა მიმართულებით. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკურ კურსს.

აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა სრულ წარუმატებლობას წარმოადგენს და დროა, ამ მიდგომაზე საბოლოოდ ვთქვათ უარი. საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ქვეყნის განვითარების ვექტორი თავად ხალხმა განსაზღვრა. საპროტესტო აქციების გამართვა კი დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია — სანამ საპროტესტო აქციების გამართვაა შესაძლებელი, ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა", - აცხადებს სიიარტო.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები