ევროკავშირმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც ელექტროენერგიის წარმოებაში ბირთვული ენერგიის როლი შეამცირა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
"ვფიქრობ, ბირთვული ენერგიის წილის შემცირება სტრატეგიული შეცდომა იყო. ევროპამ ზურგი აქცია დაბალი ემისიების მქონე ელექტროენერგიის სანდო და ხელმისაწვდომ წყაროს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარიზში გამართულ ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე არსებული ენერგეტიკული კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას იმპორტირებულ საწვავზე. სწორედ ამიტომ, ფონ დერ ლაიენის თქმით, განახლებადი და ბირთვული ენერგეტიკის განვითარება აუცილებლობა გახდა.