"კითხვების დასმაში არ არის პრობლემა, ეს ნორმალური პროცესია", - ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ განაცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, იმედი აქვს, რომ თუ რაიმე ემუქრება ქვეყანას ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაარკვევს.
"ეს პროცესი არის სამართლებრივი, შესაბამისად მოქცევაც არის სამართლებრივი. ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს, საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი. რატომ აინტერესებთ ეს გასაგებია, იმიტომ, რომ შეიძლება სხვა წყაროებიდან მქონდეს ინფორმაცია და ეს უნდა გაარკვიონ. ამიტომ კითხვების დასმაში არ არის პრობლემა, ეს ნორმალური პროცესია.
ჩემი ამოცანა შესრულებულია, ისინი დაინტერესდნენ, თუ რამე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას გაარკვევენ, თუ არა ყველა მადლობას გადავუხდით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი დაიკითხნენ. გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძე და ვახტანგ კაპანაძე.
სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებასა და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. თინა ხიდაშელთან შეკითხვები მის ბოლო განცხადებას ეხება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს.
გიორგი კანდელაკი კი "ჰადსონის" ინსტიტუტის მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ასევე, ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს - შეკითხვები მის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჯიჰადს ასწავლიან. გამოძიების ფარგლებში, პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა, მისივე სურვილით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას